საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა აზერბაიჯანის საანგარიშო პალატას სასწავლო პროგრამებზე გამოცდილება გაუზიარა.

16 დეკემბერი, 2022

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში აზერბაიჯანის საანგარიშო პალატისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკურ  უნივერსიტეტის (UNEC) დელეგაციას უმასპინძლა.

აზერბაიჯანის საანგარიშო პალატის საერთაშორის ურთიერთობების, ტრენინგების და მეთოდოლოგიების დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვის საინტერესო და აქტუალური იყო გამოცდილების გაზიარება  ტრენინგ პროგრამების, სწავლების მეთოდების, აუდიტორთა სერტიფიცირების, აუდიტორთა სტაჟირების, პროფესიული სახელმძღვანელოს  და სხვა  მნიშვნელოვან საკითხებზე.

შეხვედრაზე აზერბაიჯანულმა მხარემ ისაუბრა მათ მიერ დაგეგმილი აუდიტორთა განგრძობადი განათლების შესახებ და დაგეგმილ აქტივობებზე საჯარო აუდიტის ინსტიტუტის წარმომადგენელთა რეკომენდაციები მოისმინა. 

შეხვედრებზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების პერსპექტივები. საჯარო აუდიტის ინსტიტუტს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საანგარიშო პალატასა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკურ  უნივერსიტეტს (UNEC) შორის სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის მიმდინარე წლის ნოემბერში გაფორმდა. 

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა აზერბაიჯანის საანგარიშო პალატას სასწავლო პროგრამებზე გამოცდილება გაუზიარა.
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა აზერბაიჯანის საანგარიშო პალატას სასწავლო პროგრამებზე გამოცდილება გაუზიარა.
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა აზერბაიჯანის საანგარიშო პალატას სასწავლო პროგრამებზე გამოცდილება გაუზიარა.
© 2019 ყველა უფლება დაცულია