საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ანტიკორუფციულ ბიუროს პროფესიული ტრენინგები ჩაუტარა 

25 ივლისი, 2024

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ანტიკორუფციული ბიუროს   თანამშრომლებისთვის პროფესიული განვითარების ტრენინგების კურსი - „გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმები საჯარო სამსახურში“ ჩაატარა. 

პროფესიული განვითარების პროგრამა, რომელიც შვიდ სასწავლო ტრენინგმოდულს მოიცავდა, ანტიკორუფციული ბიუროს სპეციფიკისა და საჭიროებების გათვალისწინებით შემუშავდა. 

ტრენინგკურსს როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სპეციალისტები, ასევე მოწვეული ტრენერები უძღვებოდნენ. 

პროგრამის ფარგლებში მსმენელებმა გაიარეს შემდეგი ტრენინგები: ეფექტიანობის აუდიტი-ტრენერი მარიამ ზაალიშვილი-სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი; ფინანსური აუდიტი-ტრენერი თორნიკე შერმადინი-ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი; შესაბამისობის აუდიტი-ტრენერი მაკა ჭიხორია-ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის მთავარი აუდიტორი; „კორუფცია და კორუფციის რისკების შეფასება“- ტრენერები თორნიკე შერმადინი და ირაკლი პეტრიაშვილი; „სახელმწიფო შესყიდვების ძირითადი ასპექტები, რისკები და მათი იდენტიფიცირების თავისებურებები“- ტრენერი თინათინ იმერლიშვილი-შუბითიძე; „შიდა აუდიტის საფუძვლები და რისკების მართვა“- ტრენერი თამარ ისაკაძე; „საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის ზოგადი კურსი“- ტრენერი არსენა თევდორაშვილი.

პროფესიული განვითარების პროგრამა გაიარა ანტიკორუფციული ბიუროს 15-მა თანამშრომელმა, რომელთაც შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ანტიკორუფციულ ბიუროს პროფესიული ტრენინგები ჩაუტარა 
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ანტიკორუფციულ ბიუროს პროფესიული ტრენინგები ჩაუტარა 
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ანტიკორუფციულ ბიუროს პროფესიული ტრენინგები ჩაუტარა 
© 2019 ყველა უფლება დაცულია