საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ახალი ტრენინგკურსი დაიწყო

03 თებერვალი, 2023

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ახალი ტრენინგკურსი დაიწყო. მოდიფიცირებულ კურსს „საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადება საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) მოთხოვნების შესაბამისად“- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აუდიტორი ანა ბურდიაშვილი კითხულობს.

პირველი ტრენინგი კორპორატიული დაკვეთით ჩატარდა და მისი მსმენელები აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და მის სტრუქტურაში შემავალი ერთეულების თანამშრომლები იყვნენ. 

ტრენინგის მიზანია პრაქტიკული და თეორიული ცოდნის გაზიარება საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებასთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და სსბასს-ის (IPSAS) მოთხოვნების შესახებ. ტრენინგზე პრაქტიკულად განიხილავენ ფინანსური ანგარიშგების ფორმების შევსებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო მოთხოვნებსა და სხვა ტექნიკურ საკითხებს. ტრენინგი ოთხ დღეს გრძელდება.  

ფინანსური ანგარიშგების მომზადება საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) მოთხოვნების შესაბამისად  საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის 2020 წლის 1 იანვრიდან  სავალდებულო გახდა, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ეს ვალდებულება 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა.

ტრენინგკურსზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ახალ ნაკადზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო.  

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ახალი ტრენინგკურსი დაიწყო
© 2019 ყველა უფლება დაცულია