საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ახალი ტრენინგკურსი „ფინანსური თაღლითობა და კორუფცია“ ჩაატარა
27 ივნისი, 2023საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენინგების კატალოგს ახალი ტრენინგკურსი „ფინანსური თაღლითობა და კორუფცია - პრევენცია, გამოვლენა და კონტროლი” დაამატა.
ტრენინგზე მსმენელებს გაუზიარეს ცოდნა იმ თანამედროვე პრაქტიკების შესახებ, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელია თაღლითობის მახასიათებელი საფრთხეების გაცნობიერება, შეფასება და პრევენცია. მიღებული ცოდნა მათ დაეხმარება თაღლითობის სახეობების - აქტივების მითვისება, ფინანსური ანგარიშგების გაყალბება, კორუფცია - იდენტიფიცირებასა და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვაში.
კურსის განმავლობაში განხილული იყო პრაქტიკული მაგალითებიც, რაც ეხებოდა კორუფციას, ყალბ ფინანსურ აღრიცხვას, პირადი სარგებლის მიზნით ფინანსურ თაღლითობას და სხვას.
ტრენინგი ოთხი დღის განმავლობაში ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა. მას სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, სს „ნიკორას“, აუდიტორული კომპანია შპს „კრესტონ ჯორჯიას“, გორის, მცხეთის, მესტიის მუნიციპალიტეტების მერიების 15 თანამშრომელი ესწრებოდა.
ტრენინგკურსს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი თორნიკე შერმადინი და უფროსი აუდიტორი ირაკლი პეტრიაშვილი უძღვებოდნენ.
ტრენინგის დასრულების შემდგომ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.