საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა დასაქმების ფორუმზე პროგრამები წარადგინა

25 აპრილი, 2024

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა, პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის ფარგლებში,მონაწილეობა მიიღო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ დასაქმების ფორუმში, სადაც სტუდენტებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის საქმიანობა გააცნო. 

დაინტერესებულ სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდეს საჯარო აუდიტის ინსტიტუტის სასერტიფიკატო,სასწავლო-პროფესიული კურსების და ტრენინგების შესახებ.  

დასაქმების ფორუმზე ორგანიზაციებმა პანელური შეხვედრები გამართეს და საინფორმაციო პრეზენტაციები წარადგინეს. საჯარო აუდიტის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა, ვრცლად ისაუბრეს აუდიტორის,როგორც მოთხოვნადი და პერსპექტიული პროფესიის შესახებ და ახალგაზრდებს სფეროს სიახლეები გააცნეს. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

დასაქმების ფორუმში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის 300-მდე სტუდენტი და 40-ზე მეტი დამსაქმებელი ორგანიზაცია მონაწილეობდა.

ფორუმი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, საქართველოს საბანკო ასოციაციისა და საქართველოს ICT ასოციაციის პარტნიორობით გაიმართა.

 საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა დასაქმების ფორუმზე პროგრამები წარადგინა
 საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა დასაქმების ფორუმზე პროგრამები წარადგინა
 საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა დასაქმების ფორუმზე პროგრამები წარადგინა
© 2019 ყველა უფლება დაცულია