საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა თანამშრომლობის მემორანდუმი  „გრანთ თორნთონ საქართველოსთან“ გააფორმა

20 ოქტომბერი, 2022

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი თანამშრომლობის არეალს აფართოებს. ერთ-ერთ წამყვან აუდიტორულ და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია „გრანთ თორნთონ საქართველოსთან“ მან თანამშრომლობის მემორანადუმი გააფორმა.

მემორანდუმის მიზანია, მხარეებმა ხელი შეუწყონ აუდიტის სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლებას; ახალი და პერსპექტიული კადრების მოზიდვას ამ მოთხოვნად პროფესიაში; გამოცდილების გაზიარებას როგორც დაინტერესებული ახალგაზრდებისათვის, ასევე  სფეროში დასაქმებული კადრებისთვის. 

საჯარო აუდიტის ინსტიტუტისთვის პრიორიტეტულია, საჯარო სექტორის სერტიფიცირების პროგრამაში წამყვანი აუდიტორული კომპანიების თანამშრომელთა მონაწილეობა. „გრანთ თორნთონ საქართველოსთვის“ ასევე მნიშვნელოვანია მათი აუდიტორების პროფესიული განვითარება ამ მიმართულებით.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა გელა წიკლაურმა და „გრანთ თორნთონ საქართველოს“ მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ მოაწერეს.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა თანამშრომლობის მემორანდუმი  „გრანთ თორნთონ საქართველოსთან“ გააფორმა
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა თანამშრომლობის მემორანდუმი  „გრანთ თორნთონ საქართველოსთან“ გააფორმა
© 2019 ყველა უფლება დაცულია