საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „მოხელის მენეჯერული უნარების“ მორიგი ონლაინკურსი დაასრულა
27 ოქტომბერი, 2023საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „მოხელის მენეჯერული უნარების“ მორიგი ონლაინკურსი დაასრულა.
სასწავლო პროგრამა, რომელიც საჯარო სექტორში მომუშავე I და II რანგის მოხელეებისთვისაა განკუთვნილი, ამჯერად 16-მა პირმა გაიარა. ისინი ფოთის, მარტვილის, ხობის, ლანჩხუთის და გარდაბნის მუნიციპალიტეტების მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლები არიან.
მსმენელებმა სასწავლო კურსით გათვალისწინებული ხუთი მოდული გაიარეს: მართვა და ლიდერობა, ღირებულებები საჯარო სექტორში, ცვლილებების მართვა, ადამიანური რესურსების მართვა და ეფექტიანი კომუნიკაცია. ყველა მოდულს საჯარო აუდიტის ინსტიტუტის კვალიფიციური ტრენერები უძღვებოდნენ.
დისტანციური კურსი მიმდინარე წელს უკვე სამმა ნაკადმა გაიარა და მას 35.45 აკადემიური საათი დაეთმო.
ტრენინგკურსის დასრულების შემდეგ მსმენელები გამოცდას ჩააბარებენ და შესაბამის სერტიფიკატს მიიღებენ.
