საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „მოხელის მენეჯერული უნარების“ ტრენინგი დაასრულა
21 თებერვალი, 2024საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა I და II რანგის საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგკურსი „მოხელის მენეჯერული უნარები“ დაასრულა.
სასწავლო კურსს თბილისისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების მერიის სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
მსმენელებმა სასწავლო კურსით გათვალისწინებული ხუთი მოდული გაიარეს:ეფექტური კომუნიკაცია, მართვა და ლიდერობა, ადამიანური რესურსების მართვა, ცვლილებების მართვა, ღირებულებები საჯარო სექტორში. ყველა მოდულს საჯარო აუდიტის ინსტიტუტის კვალიფიციური ტრენერები უძღვებოდნენ.
დისტანციური კურსი 12 მსმენელის მონაწილეობით 5 თებერვლიდან მიმდინარეობდა და დღეს დასრულდა.
მიმდინარე წელს, საჯარო აუდიტის ინსტიტუტი კიდევ გეგმავს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ტრენინგების ჩატარებას.
