საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „რისკების მართვა სახელმწიფო შესყიდვებში“ ტრენინგკურსი დაასრულა
28 ნოემბერი, 2022საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „რისკების მართვა სახელმწიფო შესყიდვებში“ საშემოდგომო ტრენინგკურსი დაასრულა.
ტრენინგს სხვადასხვა საჯარო და კერძო ორგანიზაციების ეკონომიკური და შესყიდვების სამსახურების 21 თანამშრომელი ესწრებოდა.
კურსის მიზანია, მსმენელებს დაეხმაროს სახელმწიფო შესყიდვების საფუძვლების და მისი თანმხლები პროცესების შესწავლაში, საბიუჯეტო ორგანიზაციებში შესყიდვებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირებასა და მართვაში, მათი გამომწვევი მიზეზების გამოვლენასა და გადაჭრის გზების მოძიებაში, პროცედურების დანერგვაში.
სასწავლო პროგრამას, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი მიგნებების პრაქტიკულ მაგალითებზეა დაფუძნებული, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კვალიფიციური მოქმედი და ყოფილი აუდიტორები უძღვებოდნენ - სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ზაზა შეყილაძე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ზურაბ მაისურაძე და მთავრობის ადმინისტრაციის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი გურამ დუმბაძე.
გამოცდის შემდეგ, კურსის წარმატებული მსმენელები შესაბამის სერტიფიკატებს მიიღებენ.