საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „სამეწარმეო სამართლის“ ტრენინგი დაასრულა
11 აპრილი, 2023საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ორგანიზებით რუსთავის მერიის თანამშრომლებისთვის კორპორატიული ტრენინგი - „სამეწარმეო სამართალი“ ჩატარდა.
ტრენინგს მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის და მომიჯნავე სექტორის 10-მდე თანამშრომელი დაესწრო. ორდღიანი ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა სამეწარმეო საზოგადოების მართვის საკითხები მოისმინეს. მათ შორის, კანონის ზოგადი მიმოხილვა; სადამფუძნებლო შეთანხმება და წესდება; სამეწარმეო საზოგადოების მართვის ორგანოები; სასამსახურო ხელშეკრულება; ლიკვიდაციის პროცედურები და სხვა.
ტრენინგს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურის უფროსი ნინო მესხი უძღვებოდა.