საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საჯარო უწყებების მენეჯერებისთვის ტრენინგკურსი დაასრულა

19 ოქტომბერი, 2022

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „მოხელის მენეჯერული უნარების“ მორიგი ტრენინგკურსი დაასრულა.

სასწავლო კურსს, რომელიც I და II რანგის საჯარო მოხელეებისთვისაა განკუთვნილი,  რუსთავის, თეთრიწყაროს, ლანჩხუთის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების მერიის სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

12-მა მსმენელმა სასწავლო კურსით გათვალისწინებული ხუთი მოდული გაიარა: ეფექტური კომუნიკაცია, მართვა და ლიდერობა, ადამიანური რესურსების მართვა, ცვლილებების მართვა, ღირებულებები საჯარო სექტორში. ყველა მოდულს საჯარო აუდიტის ინსტიტუტის კვალიფიციური ტრენერები უძღვებოდნენ.

გამოცდის შემდეგ, წარმატებულ მსმენელებს სერტიფიკატი გადაეცემათ.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საჯარო უწყებების მენეჯერებისთვის ტრენინგკურსი დაასრულა
© 2019 ყველა უფლება დაცულია