საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენინგკურსი „პერსონალური მონაცემების დაცვა“ დაასრულა

19 ნოემბერი, 2021

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობას განაგრძობს.

სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამჯერად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ტრენინგი გაიარეს და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს გაეცნენ, როგორიცაა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზანი და მნიშვნელობა, პერსონალური მონაცემების კანონიერად დამუშავება, მონაცემთა სუბიექტთა უფლებები და მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს ფუნქციები, უფლებამოსილებები.

ტრენინგკურსი - ,,პერსონალური მონაცემების დაცვა’’- 18-19 ნოემბერს დისტანციურად ჩატარდა. ამ თემატურ ტრენინგზე გადამზადება სამინისტროს 15-მა თანამშრომელმა გაიარა.

ტრენინგს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილე სალომე ბახსოლიანი უძღვებოდა.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენინგკურსი „პერსონალური მონაცემების დაცვა“ დაასრულა
© 2019 ყველა უფლება დაცულია