საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენინგკურსი „გრაფიკული დიზაინი" დაიწყო
08 დეკემბერი, 2021საჯარო აუდიტის ინსტიტუტი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თანამშრომლებისთვის კვლავ განაგრძობს სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ორგანიზებას.
სემეკის 17 თანამშრომელი გრაფიკული დიზაინის კურსის საფუძვლებს ეცნობა. კურსის განმავლობაში მსმენელები Adobe Photoshop-სა და Adobe Illustrator-ს დაეუფლებიან. მიღებული საბაზისო, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე ისინი შეძლებენ სხვადასხვა სირთულის დიზაინ- პროექტზე მუშაობას, საბეჭდი და ვებ-მასალის მომზადებას, მარტივი და ეფექტური გზებით გამართული და პრეზენტაბელური დიზაინის შექმნას.
ტრენინგკურსი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს და 20 დეკემბერს სრულდება. შემაჯამებელი გამოცდის შემდეგ კურსის წარმატებული მსმენელები შესაბამის სერტიფიკატებს მიიღებენ.