საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენინგი - „სამუშაოს შესრულების მართვა და მოხელის შეფასება საჯარო სამსახურში“ დაასრულა.
04 ნოემბერი, 2022საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საჯარო მოხელეებისათვის მორიგი ტრენინგი - „სამუშაოს შესრულების მართვა და მოხელის შეფასება საჯარო სამსახურში“ დაასრულა.
სასწავლო კურსი ონლაინ ფორმატში I და II რანგის საჯარო მოხელეებისთვის ჩატარდა და მას შემოსავლების სამსახურის, ფოთის, ამბროლაურის, მესტიისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ.
კურსის მიზანია მენეჯერებში აამაღლოს ცნობიერება შეფასების სისტემის შესახებ, გაზარდოს ცოდნის დონე შეფასების სისტემის პროცედურის მიმართ და განუვითაროს მენეჯერებს თანამშრომლის შეფასებისთვის საჭირო უნარები.
საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში, საჯარო დაწესებულებებისთვის სავალდებულო გახდა მოხელეების შეფასების სისტემის დანერგვა.
ტრენინგი დისტანციურ რეჟიმში 31 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე მიმდინარეობდა.