დასრულდა „სამუშაოს შესრულების მართვა და მოხელის შეფასება საჯარო სამსახურში"

24 მარტი, 2023

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის, აეროპორტების გაერთიანების, საპენსიო სააგენტოს და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებისათვის სამუშაოს შესრულების მართვა და მოხელის შეფასება საჯარო სამსახურში” მორიგი ონლაინკურსი დაასრულა.სასწავლო კურსს 17 მსმენელი ესწრებოდა.

საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში, საჯარო დაწესებულებებისთვის სავალდებულო გახდა მოხელეების შეფასების სისტემის დანერგვა.

ტრენინგის მიზანია მენეჯერებში  შეფასების სისტემის შესახებ ცნობიერების ამაღლება, შეფასების სისტემის პროცედურის მიმართ ცოდნის გაზიარება, მმართველი რგოლის წარმომადგენლებისათვის თანამშრომლის შეფასებისთვის საჭირო უნარები განვითარება: ინდიკატორების განსაზღვრა, მონიტორინგი, უკუკავშირის მიცემა.

ტრენინგკურსი განკუთვნილია I და II რანგის საჯარო მოხელეებისათვის.

ოთხდღიან სასწავლო კურსს ადამიანური რესურსები მართვის კვალიფიციური სპეციალისტი გვანცა ბესელია უძღვება, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

 დასრულდა „სამუშაოს შესრულების მართვა და მოხელის შეფასება საჯარო სამსახურში"
© 2019 ყველა უფლება დაცულია