საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენინგკურსი „რისკების მართვა სახელმწიფო შესყიდვებში“ დაასრულა
15 მაისი, 2023საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენინგკურსი „რისკების მართვა სახელმწიფო შესყიდვებში“ დაასრულა.
ტრენინგს სხვადასხვა საჯარო უწყების, ა(ა)იპების, რეგიონების მუნიციპალიტეტების ეკონომიკური და შესყიდვების სამსახურების თანამშრომლები ესწრებოდნენ. ტრენინგი 16-მა მსმენელმა გაიარა.
სასწავლო კურსის მსმენელები გაეცნენ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებს. სასწავლო კურსის თემები იყო რისკების იდენტიფიცირება, პრობლემების გამომწვევი კონკრეტული მიზეზების გამოვლენა და შესაბამისი პროცედურების დაგეგმვა.
გამოცდის შემდეგ, წარმატებულ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
ტრენინგს საჯარო აუდიტის ინსტიტუტის კვალიფიციური ტრენერები - გენერალური აუდიტორის მოადგილე ზაზა შეყილაძე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ზურაბ მაისურაძე და მთავრობის ადმინისტრაციის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი გურამ დუმბაძე უძღვებოდნენ.