საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა შშმ პირთა უფლებების შესახებ ტრენინგკურსი ჩაატარა.
02 დეკემბერი, 2022საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენინგკურსი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და მათთან კომუნიკაციის ეტიკეტი“ დაასრულა.
ტრენინგკურსს კომუნიკაციების კომისიის სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ტრენინგის თემატიკა მოიცავს როგორც შესაბამის კანონმდებლობას, ასევე პრაქტიკულ რეკომენდაციებს. მსმენელები ეცნობიან შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონს, გაეროს კონვენციას შშმ პირთა უფლებების შესახებ, ასევე რეკომენდაციებს შშმ პირებისთვის გარემოს, ინფორმაციისა და მომსახურების ხელმისაწვდომობაზე, შშმ პირებთან კომუნიკაციასა და მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობაზე.
კურსი დისტანციურ რეჟიმში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ექვს სატრენინგო საათს მოიცავდა. ტრენინგს სფეროს ექსპერტი რუსუდან კოხოძე უძღვებოდა, რომელსაც სახალხო დამცველის ოფისში ამ მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.