საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა Excel-ის ტრენინგი დაასრულა
11 ნოემბერი, 2022საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ წარმოდგენილი პირებისთვის საოფისე პროგრამის (Excel) სასწავლო კურსი დაასრულა.
მსმენელებმა შეისწავლეს Excel-ის ბაზების შექმნა-დამუშავება, ფორმატირება, მთავარი ფუნქციები და ფორმულები, ასევე მათი გამოყენება კომპლექსური ფინანსური და მენეჯერული პრობლემების გადასაჭრელად, როგორც მონაცემთა ეფექტური ორგანიზების, ანალიზისა და კომუნიკაციის საშუალება.
ტრენინგკურსი 8 სესიას მოიცავდა. კურსის ბოლოს, წარმატებულ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ.
სასწავლო კურსს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ხითარიშვილი უძღვებოდა, რომელიც საჯარო აუდიტის ინსტიტუტში Excel-ის საბაზისო და პროფესიონალურ ტრენინგებს წარმართავს.