საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა Excel Advance-ის ტრენინგი დაასრულა
21 აპრილი, 2023საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 15-მდე თანამშრომლისათვის საოფისე პროგრამის (Excel advance) სასწავლო კურსი დაასრულა. ტრენინგს აუდიტორული და არააუდიტორული დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
მსმენელებმა შეისწავლეს Excel-ის ბაზების შექმნა-დამუშავება, ფორმატირება, მთავარი ფუნქციები და ფორმულები, ასევე მათი გამოყენება კომპლექსური ფინანსური და მენეჯერული პრობლემების გადასაჭრელად, როგორც მონაცემთა ეფექტური ორგანიზების, ვიზუალიზაციის, ანალიზისა და კომუნიკაციის საშუალება.
ტრენინგკურსი 8 სესიას მოიცავდა. კურსის ბოლოს, წარმატებულ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ.
სასწავლო კურსს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ხითარიშვილი უძღვებოდა, რომელიც საჯარო აუდიტის ინსტიტუტში Excel-ის საბაზისო და პროფესიონალურ ტრენინგებს წარმართავს.