საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა III და IV რანგის საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგი დაასრულა

01 აპრილი, 2022

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „საჯარო მოხელის პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების“ ონლაინკურსი დაასრულა.

სასწავლო კურსი 26 მსმენელისთვის ორ ჯგუფში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ტრენინგს დმანისის, ქუთაისის, ბოლნისის და სიღნაღის მუნიციპალიტეტების მერიის III და IV რანგის საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.

მსმენელები პროგრამით განსაზღვრულ ოთხ მოდულს გაეცნენ: ეთიკა საჯარო სამსახურში, ადმინისტრაციული წარმოება, ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა, პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა. სასწავლო პროგრამა სრულად პასუხობს საქართველოს მთავრობის 242 დადგენილებით გათვალისწინებულ კომპეტენციებს.

ტრენინგი 21 მარტს დაიწყო და დღეს დასრულდა. გამოცდის შემდეგ, წარმატებულ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა III და IV რანგის საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგი დაასრულა
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა III და IV რანგის საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგი დაასრულა
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა III და IV რანგის საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგი დაასრულა
© 2019 ყველა უფლება დაცულია