საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა III და IV რანგის საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგი დაასრულა
22 თებერვალი, 2023საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „საჯარო მოხელის პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების“ ონლაინკურსი დაასრულა.
სასწავლო კურსს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 14 თანამშრომელი ესწრებოდა.
მსმენელები პროგრამით განსაზღვრულ ოთხ მოდულს გაეცნენ: ეთიკა საჯარო სამსახურში, ადმინისტრაციული წარმოება, ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა, პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა.
სასწავლო პროგრამა სრულად პასუხობს საქართველოს მთავრობის 242 დადგენილებით გათვალისწინებულ კომპეტენციებს.
მოხელის პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსს ყოველწლიურად საჯარო მოხელეთა რამდენიმე ნაკადი ამთავრებს. წელს აღნიშნული ტრენინგი 9 თებერვალს დაიწყო და 21 თებერვალს დასრულდა.
გამოცდის შემდეგ, წარმატებულ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.