საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა III და IV რანგის საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგკურსი დაასრულა

30 ნოემბერი, 2023

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „საჯარო მოხელის პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების“ მორიგი ონლაინკურსი დაასრულა.

სასწავლო კურსი 45  მსმენელისთვის სამ ჯგუფში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ტრენინგს თბილისის მერიის, საკრებულოს და გამგეობების სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

საჯარო სექტორში მომუშავე III და IV რანგის მოხელეთათვის განკუთვნილი პროგრამა სრულად  პასუხობს საქართველოს მთავრობის 242-ე დადგენილებით გათვალისწინებულ კომპეტენციებს და მოიცავს ოთხ მოდულს: ეთიკა საჯარო სამსახურში, ადმინისტრაციული წარმოება, ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა, პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა.

ტრენინგები 30 ოქტომბერს დაიწყო და 28 ნოემბერს დასრულდა. გამოცდის შემდეგ, წარმატებულ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების სავალდებულო პროგრამას ყოველწლიურად საჯარო აუდიტის ინსტიტუტში საჯარო მოხელეთა რამდენიმე ნაკადი ამთავრებს.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა III და IV რანგის საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგკურსი დაასრულა
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა III და IV რანგის საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგკურსი დაასრულა
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა III და IV რანგის საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგკურსი დაასრულა
© 2019 ყველა უფლება დაცულია