საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ISO 21001 სერტიფიკატი მოიპოვა

29 ოქტომბერი, 2025

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა განათლების ხარისხის განვითარების  მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დაასრულა - წარმატებით გაიარა საერთაშორისო სერტიფიცირების პროცესი და მოიპოვა ISO 21001 (Educational Organizations Management System) სერტიფიკატი.

ISO 21001 წარმოადგენს საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის შექმნილ საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც ეფუძნება ხარისხის მართვის სისტემის პრინციპებს (ISO 9001). მისი მიზანია უზრუნველყოს სასწავლო პროცესების უწყვეტი გაუმჯობესება, მსმენელზე ორიენტირებული მიდგომის გაძლიერება, ინკლუზიურობა და შედეგებზე დაფუძნებული მმართველობის დანერგვა. ახალი სერტიფიკატის მიღება ადასტურებს ინსტიტუტის კვალიფიკაციას - შეასრულოს განათლების სფეროში დაწესებული უმაღლესი საერთაშორისო მოთხოვნები და განავითაროს პროფესიული სწავლების სისტემა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი უკვე ფლობს ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სერტიფიკატს, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციული პროცესების სტანდარტიზაციასა და ეფექტიანობას. ISO 21001 სერტიფიკატის მიღება კიდევ უფრო აძლიერებს ინსტიტუტის პოზიციას, როგორც ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს განათლების სფეროში მოქმედი საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად და მუდმივად აფასებს განვითარების საჭიროებებს.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი მომავალშიც გააგრძელებს სწავლა-სწავლებისა და ტრენინგების ხარისხის გაუმჯობესებას, პროცესების დახვეწას და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ხელი შეუწყოს საჯარო სექტორის პროფესიული განვითარების სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ISO 21001 სერტიფიკატი მოიპოვა
© 2019 ყველა უფლება დაცულია