საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „KPMG საქართველოს"-თან მემორანდუმი გააფორმა

22 დეკემბერი, 2021

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა, კერძო აუდიტორულ კომპანიებთან თანამშრომლობის ფარგლებში, შპს „KPMG საქართველოს"-თან მემორანდუმი გააფორმა. 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია აუდიტორული სფეროს პროფესიული განვითარებისა და დაინტერესებული პირების სტაჟირების (დასაქმების) ხელშეწყობა, მხარეებს შორის დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა გელა წიკლაურმა და „KPMG საქართველოს“ მმართველმა პარტნიორმა კახა რუხაძემ მოაწერეს. მხარეების შეთანხმებით, დაიგეგმება სხვადასხვა აქტივობა, რაც გაზრდის აუდიტის სფეროს მიმართ ცნობიერებას და ხელს შეუწყობს პერსპექტიული კადრების მოზიდვას ამ პროფესიაში. 

საჯარო აუდიტის ინსტიტუტს, კერძო აუდიტორულ კომპანიებთან თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, მემორანდუმი გაფორმული აქვს საერთაშორისო პროფესიული მომსახურების კომპანია EY (იუაი)-სთან, საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია PricewaterhouseCoopers-საქართველოსა და აუდიტორულ და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია BDO-სთან.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „KPMG საქართველოს"-თან მემორანდუმი გააფორმა
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „KPMG საქართველოს"-თან მემორანდუმი გააფორმა
© 2019 ყველა უფლება დაცულია