საჯარო აუდიტის ინსტიტუტში დისტანციური ტრენინგკურსი - „კეთილსინდისირება და ინტერესთა კონფლიქტი“  დასრულდა

26 ოქტომბერი, 2022

საჯარო აუდიტის ინსტიტუტში დისტანციური ტრენინგკურსი - „კეთილსინდისირება და ინტერესთა კონფლიქტი“ დასრულდა. 

კურსის მიზანია, მონაწილეები გაეცნონ საჯარო სამსახურში ეთიკის როლსა და მნიშვნელობას, საკანონმდებლო რეგულაციებს ინტერესთა შეუთავსებლობასთან, საჩუქართან დაკავშირებულ საკითხებს, პოტენციური თუ რეალური ეთიკური პათოლოგიების იდენტიფიცირებას და მათზე რეაგირების მექანიზმებს.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის კონკრეტული მაგალითები და იმსჯელეს მათზე.

ტრენინგს 12  მსმენელი ჰყავდა - მათ შორის მცხეთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიების თანამშრომლები. სალექციო კურსი 24 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით  მიმდინარეობდა. 

ტრენინგი განკუთვნილია საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისათვის. ამ თემატიკის კურსი ინსტიტუტის ორგანიზებით წელს მეორედ ჩატარდა.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტში დისტანციური ტრენინგკურსი - „კეთილსინდისირება და ინტერესთა კონფლიქტი“  დასრულდა
© 2019 ყველა უფლება დაცულია