საჯარო აუდიტის ინსტიტუტში მსმენელები „სექსუალური შევიწროების პრევენციის“ საკითხებს გაეცნენ
12 ოქტომბერი, 2022საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენინგი „სექსუალური შევიწროების პრევენცია“ დაასრულა. ტრენინგს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
სასწავლო კურსის მიზანია მსმენელების ცნობიერების ამაღლება და თეორიული მასალის საფუძვლიანი გაცნობა. კურსი მოიცავს ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიც არის სექსუალური შევიწროების ფორმები, ინდიკატორები, ფსიქო-ემოციური ფაქტორები, კანონმდებლობა და რეაგირების მექანიზმები.
ტრენინგს საჯარო აუდიტის ინსტიტუტის კვალიფიციური ტრენერი ქეთევან შუბაშვილი უძღვებოდა. მას ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილება აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამართალწარმოების მიმართულებით, თანასწორობის უფლების და მოწყვლადი ჯგუფების − ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და სხვათა უფლებების შესახებ.