საჯარო აუდიტის ინსტიტუტში პრაქტიკოსი HR-ებისთვის ტრენინგი მიმდინარეობს
27 ივნისი, 2022საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა პრაქტიკოსი HR-ებისთვის ტრენინგი „ადამიანური რესურსების მართვის პრაქტიკული მხარე“ დაიწყო.
ტრენინგი შექმნილია ამ სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის, რომელთაც სურთ გაიღრმავონ თეორიული ცოდნა, გაიგონ უფრო მეტი ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომების შესახებ, გაეცნონ პროგრამის ავტორის პერსონალურ პროფესიულ გამოცდილებას და შეიძინონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
კურსს 12 მონაწილე ჰყავს, როგორც სახელმწიფო უწყებებიდან, ასევე კერძო სექტორიდან, მათ შორის: საჯარო სამსახურის ბიუროს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, საჯარო აუდიტის ინსტიტუტის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის, ადამიანური რესურსების მართვის და საქმისწარმოების სამსახურების თანამშრომლები.
ტრენინგს სერტიფიცირებული ქოუჩი, ადამიანური რესურსების მართვის ტექნოლოგიების კონსულტანტი და ბიზნესტრენერი დეა ჩხაიძე უძღვება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კერძო სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
სასწავლო კურსი 22 ივნისს დაიწყო და 22 ივლისს დასრულდება. წარმატებულს მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.