საჯარო აუდიტის ინსტიტუტში „პროგრამული ბიუჯეტირების“ ტრენინგი მიმდინარეობს
22 ივნისი, 2022საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საჯარო მოხელეებისთვის „პროგრამული ბიუჯეტირების“ ტრენინგი დაიწყო.
ტრენინგი ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობს. კურსს 18 მონაწილე ჰყავს, ისინი სხვადასხვა სახელმწიფო უწყების საფინანსო-საბიუჯეტო სფეროს თანამშრომლები არიან, მათ შორის პარლამენტის, რუსთავის, მცხეთის, ზესტაფონის, ხობის მუნიციპალიტეტების და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის.
სასწავლო კურსზე მსმენელები ეცნობიან პროგრამული ბიუჯეტირებისთვის აუცილებელ მოდულებს: მეთოდოლოგია, საბიუჯეტო სისტემა, ბიუჯეტის საშუალოვადიანი დაგეგმვა, შეფასების ინდიკატორები და მათი ტიპები, პროგრამული ბიუჯეტის შედგენა და ანგარიშგება.
კურსს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის უფროსი ცოტნე ქარქაშაძე უძღვება, რომელიც მსმენელებს თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ გამოცდილებასაც უზიარებს.
ტრენინგი 20 ივნისს დაიწყო და 23 ივნისს დასრულდება. წარმატებულ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.