საჯარო აუდიტის ინსტიტუტში „პროგრამული ბიუჯეტირების“ ტრენინგი დაიწყო
31 ოქტომბერი, 2022საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საჯარო მოხელეებისთვის „პროგრამული ბიუჯეტირების“ სასწავლო კურსი დაიწყო.
ტრენინგი ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობს და 15 მონაწილე ჰყავს. მსმენელები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურების თანამშრომლები არიან, მათ შორის: მესტიის და სენაკის მუნიციპალიტეტების მერიიდან, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან და სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან.
ტრენინგკურსი პროგრამული ბიუჯეტირების სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, როგორებიცაა: მეთოდოლოგია, საბიუჯეტო სისტემისა და პროცესების გაცნობა, ბიუჯეტის საშუალოვადიანი დაგეგმვა, შეფასების ინდიკატორები და მათი ტიპები, პროგრამული ბიუჯეტის შედგენა და ანგარიშგება.
ტრენინგის სასწავლო მასალა სამუშაო გამოცდილებაზეა დაფუძნებული და მიზნად ისახავს მონაწილეებისთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას.
კურსს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის უფროსი ცოტნე ქარქაშაძე უძღვება.
ტრენინგი 31 ოქტომბერს დაიწყო და 3 ნოემბერს დასრულდება. წარმატებულ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.