საჯარო აუდიტის ინსტიტუტში „რისკზე ორიენტირებული შიდა აუდიტის“ ჰიბრიდული ტრენინგკურსი დაიწყო

07 ივნისი, 2023

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებისთვის „რისკზე ორიენტირებული შიდა აუდიტის“ ტრენინგკურსი დაიწყო. 

მსმენელები კურსის განმავლობაში შიდა აუდიტის პროცედურების საერთაშორისო სტანდარტებთან ერთად ქართულ რეალობასთან ადაპტირებულ საუკეთესო პრაქტიკებს გაეცნობიან. ასევე აითვისებენ შიდა აუდიტის თანამედროვე მიდგომებს, მეთოდოლოგიას და ტექნიკებს.

ტრენინგს თავდაცვის სამინისტროს, სსიპ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შპს საქართველოს მელიორაციის, ლანჩხუთის, გორის, რუსთავის, ახმეტის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების, შიდა აუდიტისა და მომიჯნავე სამსახურების 17 თანამშრომელი ესწრება.

სასწავლო კურსს საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ტრენერი, ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა კიკნაძე უძღვება.

 საჯარო აუდიტის ინსტიტუტში „რისკზე ორიენტირებული შიდა აუდიტის“ ჰიბრიდული ტრენინგკურსი დაიწყო
 საჯარო აუდიტის ინსტიტუტში „რისკზე ორიენტირებული შიდა აუდიტის“ ჰიბრიდული ტრენინგკურსი დაიწყო
 საჯარო აუდიტის ინსტიტუტში „რისკზე ორიენტირებული შიდა აუდიტის“ ჰიბრიდული ტრენინგკურსი დაიწყო
© 2019 ყველა უფლება დაცულია