საჯარო აუდიტის ინსტიტუტში ტრენინგი - „მოხელის შეფასება საჯარო სამსახურში“ მიმდინარეობს

23 მარტი, 2022

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ბაღდათის და მცხეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის ტრენინგი - „სამუშაოს შესრულების მართვა და მოხელის შეფასება საჯარო სამსახურში“ დაიწყო.

ტრენინგი მიმდინარე სეზონზე უკვე მეორედ ტარდება და მიზნად ისახავს მენეჯერებში შეფასების სისტემის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

სასწავლო კურსი I და II რანგის საჯარო მოხელეებისთვისაა განკუთვნილი და მას ბაღდათის და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურების უფროსები ესწრებიან.

ტრენინგი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს და 25 მარტს დასრულდება. წარმატებული მსმენელები ტრენინგის დასრულების შემდეგ სერტიფიკატებს მიიღებენ.

მიმდინარე წლის განმავლობაში, საჯარო აუდიტის ინსტიტუტი გეგმავს აღნიშნული პროგრამის საზაფხულო და საშემოდგომო სესიების ჩატარებას.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტში ტრენინგი - „მოხელის შეფასება საჯარო სამსახურში“ მიმდინარეობს
საჯარო აუდიტის ინსტიტუტში ტრენინგი - „მოხელის შეფასება საჯარო სამსახურში“ მიმდინარეობს
© 2019 ყველა უფლება დაცულია