საჯარო და კერძო უწყებების თანამშრომლებმა ინვენტარიზაციის მართვის ტრენინგი დაასრულეს

30 ოქტომბერი, 2023

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა კერძო და საჯარო უწყებების თანამშრომლებისთვის ინვენტარიზაციის მართვის მორიგი ტრენინგი ჩაატარა. 

ტრენინგს 18 მსმენელი ესწრებოდა. მათ შორის: კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდის,თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს, აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს,  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის, კერძო საკონსულტაციო კომპანია „გრანთ თორნთონისა“ და „გლობუს ეას“ სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლები.

სამდღიანი ტრენინგი ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა. მსმენელები საბიუჯეტო ორგანიზაციებში ინვენტარიზაციის პროცესის მართვასთან  დაკავშირებულ საკანონმდებლო და პროცედურულ საკითხებს გაეცნენ. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებმა ინვენტარიზაციის პროცესთან დაკავშირებული სისტემური რისკების პრაქტიკული მაგალითები განიხილეს.

მოდულს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის მთავარი აუდიტორი გიორგი ჭოლოკავა უძღვებოდა. 

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.

საჯარო და კერძო უწყებების თანამშრომლებმა ინვენტარიზაციის მართვის ტრენინგი დაასრულეს
საჯარო და კერძო უწყებების თანამშრომლებმა ინვენტარიზაციის მართვის ტრენინგი დაასრულეს
საჯარო და კერძო უწყებების თანამშრომლებმა ინვენტარიზაციის მართვის ტრენინგი დაასრულეს
© 2019 ყველა უფლება დაცულია