საჯარო მოხელეებისთვის პროფესიული განვითარების ტრენინგი დასრულდა
06 ივნისი, 2025პიროვნული და პროფესიული კომპეტენტციების განვითარების კურსი მაისში თბილისის მერიის თანამშრომლებისთვის ორ ჯგუფად ჩატარდა და მას უწყების 30 საჯარო მოხელე ესწრებოდა.
სასწავლო კურსი ოთხ მოდულს მოიცავს: საჯარო სამსახურის ეთიკა, ადმინისტრაციული წარმოება, ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა, პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა.
კურსის დასრულების შემდეგ წარმატებულ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ.
