საჯარო მოხელის პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების ონლაინკურსი დაიწყო

27 ივლისი, 2020

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „საჯარო მოხელის პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების“ ონლაინკურსი დაიწყო. 

პროგრამა განკუთვნილია საჯარო სექტორში მომუშავე III და IV რანგის მოხელეთათვის და სრულად  პასუხობს საქართველოს მთავრობის  242 დადგენილებით გათვალისწინებულ კომპეტენციებს.

კურსს 17 მსმენელი ჰყავს. მსმენელები, ძირითადად,  აჭარის, იმერეთის, გურიის და სამცხე-ჯავახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები არიან.

საჯარო მოხელის პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი ოთხ მოდულს მოიცავს: საჯარო სამსახურის ეთიკა, ადმინისტრაციული წარმოება, ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა, პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა.

ონლაინკურსი 7 აგვისტოს დასრულდება. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ. 

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების სავალდებულო პროგრამებზე  აკრედიტაცია 2019 წელს მიიღო. 

© 2019 ყველა უფლება დაცულია