„საჯარო მოხელის პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების“ ონლაინკურსი დაიწყო

25 ნოემბერი, 2020

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „საჯარო მოხელის პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების“ მორიგი ონლაინკურსი დაიწყო. 

სასწავლო კურსი ოთხ მოდულს მოიცავს: საჯარო სამსახურის ეთიკა, ადმინისტრაციული წარმოება, ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა, პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა.

დისტანციურ ტრენინგში 16 მსმენელია ჩართული. მონაწილეები ძირითადად კასპის, თეთრიწყაროს, გარდაბნის მუნიციპალიტეტების, ასევე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საჯარო მოხელეები და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები არიან.

პროგრამა განკუთვნილია საჯარო სექტორში მომუშავე III და IV რანგის მოხელეთათვის და სრულად  პასუხობს საქართველოს მთავრობის  242-ე დადგენილებით გათვალისწინებულ კომპეტენციებს.

ტრენინგკურსი 8 დეკემბერს დასრულდება. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

© 2019 ყველა უფლება დაცულია