„საჯარო მოხელის მენეჯერული უნარების“ ტრენინგკურსი დასრულდა.
21 თებერვალი, 2023„საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში საჯარო აუდიტის ინსტიტუტში მენეჯერული უნარების ტრენინგკურსი 16-მა მსმენელმა გაიარა. მსმენელები ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საშუალო მენეჯერული რგოლის წარმომადგენლები იყვნენ.
საჯარო მოხელის მენეჯერული უნარების ტრენინგკურსით გათვალისწინებულია ხუთი მოდული: მართვა და ლიდერობა, ეფექტური კომუნიკაცია, ადამიანური რესურსების მართვა, ცვლილებების მართვა, ღირებულებები საჯარო სამსახურში.
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების სავალდებულო პროგრამაზე აკრედიტაცია 2019 წელს მიიღო.