„მოხელის მენეჯერული უნარების" სასწავლო კურსი დასრულდა

23 ივნისი, 2023

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამის ფარგლებში − „მოხელის მენეჯერული უნარების“ ონლაინ ტრენინგკურსი დაასრულა.

სასწავლო კურსს თბილისის, რუსთავის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების მერიების 17 თანამშრომელი ესწრებოდა.

სასწავლო პროგრამის ფარგლებში მსმენელები რამდენიმე მოდულს გაეცნენ მათ შორის: მართვა და ლიდერობა, ეფექტური კომუნიკაცია, ღირებულებები საჯარო სამსახურში, ცვლილებების მართვა, ადამიანური რესურსების მართვა. 

ონლაინ ტრენინგკურსი „მოხელის მენეჯერული უნარები“ მიმდინარე წელს მეორედ გაიმართა. 

„მოხელის მენეჯერული უნარების" სასწავლო კურსი დასრულდა
© 2019 ყველა უფლება დაცულია