საჯარო მოხელის პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების ონლაინკურსი 14-მა მსმენელმა გაიარა.

30 მაისი, 2023

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „საჯარო მოხელის პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების“ მორიგი ონლაინკურსი დაასრულა.

ტრენინგკურსს ამჯერად რუსთავისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსმენელებმა საჯარო მოხელის პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსის ოთხი მოდული მოისმინეს: საჯარო სამსახურის ეთიკა, ადმინისტრაციული წარმოება, ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა, პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა.

პროგრამა სავალდებულოა და განკუთვნილია საჯარო სექტორში მომუშავე III და IV რანგის მოხელეთათვის. 

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების სავალდებულო პროგრამებზე აკრედიტაცია 2019 წელს მიიღო.

საჯარო მოხელის პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების ონლაინკურსი 14-მა მსმენელმა გაიარა.
© 2019 ყველა უფლება დაცულია