საჯარო სექტორის აუდიტორებს 5 წლიანი სერტიფიკატები გადაეცათ
07 სექტემბერი, 2018საჯარო სექტორის აუდიტორის 5 წლიანი სერტიფიკატი კიდევ 15-მა პირმა მიიღო.
საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის სასწავლო კურსი სულ 29 პირმა გაიარა, მათგან 15-მა წარმატებით ჩააბარა გამოცდა. შესაბამისი სერტიფიკატი კურსდამთავრებულებს საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა დავით აზმაიფარაშვილმა გადასცა.
სამთვიანი პროგრამის ფარგლებში მსმენელებმა ეფექტიანობის, ფინანსური და შესაბამისობის აუდიტების საერთაშორისო სტანდარტები, საჯარო სექტორის ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების საკითხები და საბიუჯეტო კანონმდებლობა შეისწავლეს.
2018 წლის განმავლობაში საჯარო აუდიტის ინსტიტუტში სასერტიფიკაციო სწავლება 84-მა პირმა გაიარა და მათგან 40-მა აიღო საჯარო სექტორის აუდიტორი სერტიფიკატი.
საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების მორიგი სამთვიანი კურსი 5 ოქტომბრიდან დაიწყება.
საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირება სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ექსკლუზიური უფლებაა.
