საჯარო სექტორის აუდიტორის სერტიფიკატები 14 პირს გადაეცა
30 ოქტომბერი, 2019საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სერტიფიკატი კიდევ 14-მა კურსდამთავრებულმა მიიღო
საჯარო სექტორში აუდიტორად მუშაობის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატები კურსდამთავრებულებს გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა გელა წიკლაურმა გადასცეს
სერტიფიცირების საზაფხულო კურსი სულ 31-მა პირმა გაიარა, საჯარო სექტორის აუდიტორის გამოცდა წარმატებით 14-მა ჩააბარა
სერტიფიცირებული პირებიდან ოთხი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტაჟირების პროგრამის მონაწილეა. შვიდი კურსდამთავრებული კი სასწავლო კურსზე საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მიერ უმაღლეს სასწავლებლებთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მოხვდა. მათ შორის ხუთი თსუ-ს, ორი კი საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტია
სერტიფიცირების პროგრამას საჯარო აუდიტის ინსტიტუტი წელიწადში სამ ნაკადად ახორციელებს. საშემოდგომო კურსი ამჟამად მიმდინარეობს და მასში 32 სერტიფიცირების მსურველი მონაწილეობს
საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირება საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ექსკლუზიური უფლებაა. საჯარო სამსახურში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატი 2013 წლიდან 351 პირზეა გაცემული.


