საჯარო სექტორის აუდიტორის სერტიფიკატი კიდევ 18-მა პირმა მიიღო

20 თებერვალი, 2023

საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკატო პროგრამის საშემოდგომო კურსის მსმენელებმა გამოცდა ჩააბარეს. საუკეთესო შედეგების მქონე მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ. საშემოდგომო კურსს 23 მსმენელი ჰყავდა. საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების უფლება კიდევ 18-მა პირმა მოიპოვა.

სერტიფიცირებულ პირთა დიდი ნაწილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოქმედი აუდიტორია, სერტიფიცირებულებს შორის ასევე არიან კერძო და საჯარო უწყებების ადმინისტრაციული და საფინანსო დეპარტამენტების თანამშრომლები.

სერტიფიცირების პროგრამის მოდულების სწავლება ჰიბრიდულ რეჟიმში, 2.5 თვე მიმდინარეობდა. სასწავლო პროგრამას საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ექვსი კვალიფიციური ტრენერი უძღვებოდა.

სერტიფიკატები აუდიტორებს საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა გელა წიკლაურმა გადასცა. ამჟამად საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებას 181 აუდიტორი ფლობს. 

საჯარო სექტორის აუდიტორის სერტიფიკატი კიდევ 18-მა პირმა მიიღო
საჯარო სექტორის აუდიტორის სერტიფიკატი კიდევ 18-მა პირმა მიიღო
საჯარო სექტორის აუდიტორის სერტიფიკატი კიდევ 18-მა პირმა მიიღო
© 2019 ყველა უფლება დაცულია