საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამის საგაზაფხულო კურსი დასრულდა

05 ივნისი, 2023

საჯარო აუდიტის ინსტიტუტში დასრულდა საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამის საგაზაფხულო კურსი, რომელსაც საჯარო და კერძო სექტორის საფინანსო-საბუღალტრო და აუდიტორული მიმართულებით დასაქმებული 11 მსმენელი ესწრებოდა.   

სერტიფიცირების კურსი საჯარო ფინანსების და აუდიტის თემატიკას მოიცავს. 10 კვირიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში მსმენელები საბიუჯეტო კანონმდებლობას, საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს (IPSAS) და ფინანსური, შესაბამისობის და ეფექტიანობის აუდიტების წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნენ.

სასწავლო მოდულებს საჯარო აუდიტის ინსტიტუტის კვალიფიციური ტრენერები - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დეპარტამენტების ხელმძღვანელები უძღვებოდნენ. 
სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მონაწილეები ხუთი წლის ვადით საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებას მოიპოვებენ.

საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამის საგაზაფხულო კურსი დასრულდა
© 2019 ყველა უფლება დაცულია