საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამის საშემოდგომო კურსი დასრულდა

25 დეკემბერი, 2023

საჯარო აუდიტის ინსტიტუტში დასრულდა საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამის საშემოდგომო კურსი, რომელსაც საჯარო და კერძო სექტორის საფინანსო-საბუღალტრო და აუდიტორული მიმართულებით დასაქმებული 17 მსმენელი ესწრებოდა.

სერტიფიცირების კურსი საჯარო ფინანსების და აუდიტის თემებს მოიცავს. სასწავლო პროგრამის ფარგლებში მსმენელები საბიუჯეტო კანონმდებლობას, საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს (IPSAS) და ფინანსური, შესაბამისობის და ეფექტიანობის აუდიტების წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნენ. 

სასწავლო მოდულებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კვალიფიციური ტრენერები უძღვებოდნენ, რომლებიც ამასთანავე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობენ.

სერტიფიცირების კურსზე სწავლება 9 ოქტომბერს დაიწყო და 22 დეკემბერს დასრულდა. სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მონაწილეები ხუთი წლის ვადით საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებას მოიპოვებენ. 

საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამის საშემოდგომო კურსი დასრულდა
საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამის საშემოდგომო კურსი დასრულდა
საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამის საშემოდგომო კურსი დასრულდა
© 2019 ყველა უფლება დაცულია