საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ონლაინკურსი დაიწყო

03 დეკემბერი, 2021

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების – სსბასს (IPSAS) ონლაინკურსი დაიწყო. 

კურსი მსმენელებს დაეხმარება განივითარონ IPSAS-ის გამოყენების უნარ-ჩვევები - როგორც ანგარიშის მომზადების, ასევე მისი ინტერპრეტაციის დონეზე. კერძოდ-ფინანსური უწყისების შედგენა, მომზადება-ინტერპრეტაცია, სააღრიცხვო თეორიის სხვადასხვა ასპექტის პრაქტიკაში გამოყენება, სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება და სხვა.

სასწავლო კურსს 19 მსმენელი ჰყავს. ისინი სხვადასხვა სახელმწიფო უწყების საფინანსო-საბიუჯეტო სფეროს თანამშრომლები არიან, მათ შორის იმერეთის, კახეთის და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მერიიდან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან, ასევე სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოდან და სსიპ „საქპატენტი“-დან.

IPSAS -ის დისტანციური ტრენინგკურსი 1 დეკემბერს დაიწყო და 20 დეკემბერს დასრულდება. შემაჯამებელი გამოცდის შემდეგ კურსის წარმატებული მსმენელები შესაბამის სერტიფიკატებს მიიღებენ.

საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ონლაინკურსი დაიწყო
საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ონლაინკურსი დაიწყო
© 2019 ყველა უფლება დაცულია