საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების უფლების მოპოვების მსურველ პირთა სასერტიფიკაციო გამოცდა ჩატარდა
23 იანვარი, 20232023 წლის 17 იანვარს საჯარო აუდიტის ინსტიტუტში გაიმართა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სასერტიფიკაციო გამოცდა ელექტრონული ფორმით - ელექტრონული საგამოცდო სისტემის მეშვეობით, რომელშიც რეგისტრირებული 29 კანდიდატიდან გამოცდაში მონაწილება მიიღო 27-მა.
გამოცდის წინასწარი შედეგების მიხედვით, 15-მა მონაწილემ დააგროვა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვებისათვის საჭირო ქულათა მინიმალური რაოდენობა.
საპრეტენზიო განაცხადის მიღება წარმოებს ინსტიტუტში 2023 წლის 24-25 იანვარს 10:00-დან 18:00 საათამდე (მისამართი: ქალაქი თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ.№96; ელექტრონული ფოსტა: sai@sao.ge).