საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების უფლების მოპოვების მსურველ პირთა სასერტიფიკაციო გამოცდა ჩატარდა
16 ივნისი, 20232023 წლის 15 ივნისს საჯარო აუდიტის ინსტიტუტში გაიმართა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სასერტიფიკაციო გამოცდა ელექტრონული ფორმით - ელექტრონული საგამოცდო სისტემის მეშვეობით, რომელშიც რეგისტრირებული 11 კანდიდატიდან, მონაწილება მიიღო 10-მა.
გამოცდის წინასწარი შედეგების მიხედვით, 7-მა მონაწილემ დააგროვა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვებისათვის საჭირო ქულათა მინიმალური რაოდენობა.
საპრეტენზიო განაცხადის მიღება წარმოებს ინსტიტუტში 2023 წლის 19-20 ივნისს10:00-დან 18:00 საათამდე (მისამართი: ქალაქი თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ.№96; ელექტრონული ფოსტა: sai@sao.ge).