საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების უფლების მოპოვების მსურველ პირთა სასერტიფიკაციო გამოცდა ჩატარდა

01 აგვისტო, 2022

2022 წლის 27 ივლისს საჯარო აუდიტის ინსტიტუტში გაიმართა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სასერტიფიკაციო გამოცდა ელექტრონული ფორმით - ელექტრონული საგამოცდო სისტემის მეშვეობით, რომელშიც რეგისტრირებული 21 კანდიდატიდან გამოცდაში მონაწილება მიიღო 19-მა.

გამოცდის წინასწარი შედეგების მიხედვით, 8 მონაწილემ დააგროვა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვებისათვის საჭირო ქულათა მინიმალური რაოდენობა.

საპრეტენზიო განაცხადის მიღება წარმოებს ინსტიტუტში 2022 წლის 2-3 აგვისტო 10:00-დან 18:00 საათამდე (მისამართი: ქალაქი თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ.№96; ელექტრონული ფოსტა: sai@sao.ge).

© 2019 ყველა უფლება დაცულია