საჯარო უწყებების თანამშრომლებისათვის აუდიტორული და საგადასახადო პროცესების მართვის ტრენინგი გაიმართა
30 ნოემბერი, 2022საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „საგადასახადო და აუდიტორული პროცესების მართვის“ მორიგი ონლაინკურსი დაასრულა.
ტრენინგს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის და მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს საფინანსო, სახაზინო მომსახურების და აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ტრენინგკურსის მიზანია მსმენელებისთვის საგადასახადო და აუდიტორული საქმიანობების მიდგომების გაცნობა, რაც მათ დაეხმარება ქმედითი გეგმის შედგენაში, კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესრულებაში.
სასწავლო კურსი სამი დღის განმავლობაში დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
ტრენინგკურსს უძღვებოდა თამუნა ბერუაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეკონომიკური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის კვალიფიციური აუდიტორი იყო.