საჯარო უწყებების თანამშრომლებისათვის აუდიტორული და საგადასახადო პროცესების მართვის ტრენინგი გაიმართა
13 ოქტომბერი, 2022საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „საგადასახადო და აუდიტორული პროცესების მართვის“ ონლაინკურსი დაასრულა.
ამჯერად, ტრენინგი შემოსავლების სამსახურის, იუსტიციის სახლის, მცხეთის, ხაშურისა და სენაკის მუნიციპალიტეტების მერიების 16-მა თანამშრომელმა გაიარა.
ტრენინგკურსის მიზანია მსმენელებისთვის საგადასახადო და აუდიტორული საქმიანობების მიდგომების გაცნობა, რაც მათ დაეხმარება ქმედითი გეგმის შედგენაში, კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესრულებაში.
სასწავლო კურსი 10-12 ოქტომბერს დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.
ტრენინგკურსს უძღვებოდა თამუნა ბერუაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეკონომიკური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის კვალიფიციური აუდიტორი იყო.