სემეკის თანამშრომლებისთვის აუდიტორულ და საგადასახადო პროცესებზე ტრენინგი ჩატარდა
18 თებერვალი, 2022საჯარო აუდიტის ინსტიტუტი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკი) თანამშრომლობის ფარგლებში განაგრძობს სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ორგანიზებას.
ამჯერად სემეკის ექვსი თანამშრომლისთვის ტრენინგი: „ორგანიზაციის ახალი საქმიანობის აუდიტორული და საგადასახადო პროცესები" ჩატარდა. ტრენინგი სამიზნე ჯგუფში ჩატარებული საჭიროებათა კვლევის საფუძველზე შემუშავდა და სხვადასხვა აქტუალურ მიმართულებას მოიცავს.
სასწავლო კურსი 16-18 თებერვალს დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ტრენინგს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აუდიტორი თამუნა ბერუაშვილი უძღვებოდა.
წლის განმავლობაში, საჯარო აუდიტის ინსტიტუტი სემეკთან ერთად კვლავ ჩაატარებს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს სხვადასხვა თემატიკაზე.